15:19 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-10 23:35:59, 11021 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, იტალიიდან ჩამოყვანილი 156 მგზავრიდან სიცხე 7 მათგანს დაუფიქსირდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, იტალიიდან თვითმფრინავით ჩამოყვანილი საქართველოს 156 მოქალაქიდან 7 მათგანს სიცხე დაუფიქსირდა.

მისი თქმით, აღნიშნული პირები გადაყვანილი არაიან საგანგებო სამედიცინო სამსახურის მიერ თბილისის ჰოსპიტლებში, ხოლო დანარჩენები საკარანტინო ზონაში.

„ძალიან კარგია ამ ხალხის თვითშეგნება, არ ყოფილა არანაირი კონფლიქტური სიტუაცია. მათ იცოდნენ, რომ უნდა გაიარონ ორ კვირიანი კარანტინი. ქვეყნის კანონმდებლობით იმ ოთხი ქვეყნიდან შემოსული პირები აუცილებლად უნდა მოთავსდნენ კარანტინში. ამ პირებიდან თუ არ ვცდები, სიცხე დაუფიქსირდა შვიდს, რომლებიც გადაყვანილი არიან საგანგებო სამედიცინო სამსახურის მიერ სტაციონარებში, თბილისის ჰოსპიტლებში, ხოლო დანარჩენები გადაყვანილი იქნენ საკარანტინო ზონაში. დაწესებულებები, სადაც ისინი კარანტინს გაივლიან იქნება სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics