|
2020-03-09 13:43:35, 7892 ნახვა
სხვადასხვა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. გენერალური პროკურატურის გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელის პოსტი თეიმურაზ ნაჭყებიამ დაიკავა. მანამდე თეიმურაზ ნაჭყებია საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელი იყო. ამის შესახებ „ექსორესნიუსს“ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აცნობა. როგორც ცნობილია, თეიმურაზ ნაჭყებიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. ბოლო წლებში მას საქართველოს პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციები ეკავა. ასევე უწყებაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საგამოძიებო ნაწილის ხელმძღვანელის თანამდებობა რევაზ ბაღაშვილმა დაიკავა. აღნიშნული პოზიციის დაკავებამდე, რევაზ ბაღაშვილი საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)