16:59 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-08-04 14:02:12, 492 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ლუქსემბურგის ჰაერნაოსნობის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის შეხვედრა  გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში ლუქსემბურგის ჰაერნაოსნობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტთან ჟან ბირგენთან და ფედერაციის წევრებთან. ფედერაცია აერთიანებს 40 ათასამდე მოყვარულ პილოტს 69 ქვეყნიდან და მათი მიზანია 2016 წლის შემოდგომაზე დაგეგმილი ავია შოუს ფარგლებში, საბოლოო დანიშნულების ქვეყანა სწორედ საქართველო იყოს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ევროატლანტიკური ინტეგრაციის სამინისტროდან აცნობეს, გეგმის შესაბამისად, ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან მოყვარული მფრინავები გამოემგზავრებიან საქართველოში და რამდენიმე დღის განმავლობაში 20-მდე საფრენი აპარატით მოივლიან და დაათვალიერებენ საქართველოს.

დავით ბაქრაძემ აღნიშნა მსგავსი ღონისძიების მნიშვნელობა საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის, ევროპის ქვეყნებში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და მომავალი პარტნიორობის ჩამოყალიბების თვალსაზრისით და  პროექტის განხორციელების მხრივ მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics