17:15 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-29 15:07:14, 3507 ნახვა

სხვადასხვა
ირანელი დეპუტატი კორონავირუსით გარდაიცვალა

ირანელი დეპუტატი მოჰამედ ალი რამაზანი დასტაკი კორონავირუსით გარდაიცვალა.

ამის შესახებ The Independent ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, დეპუტატი, რომელსაც ინფექცია რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა, შაბათს დილით გარდაიცვალა.

ირანის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ახალი კორონავირუსისგან ისლამურ რესპუბლიკაში  43 ადამიანი დაიღუპა. ასევე, დადასტურებულია 593 კორონავირუსული შემთხვევა.  

„სამწუხაროდ, ცხრა ადამიანი გარდაიცვალა ვირუსით ბოლო 24 საათში“, - განუცხადა კიანუშ ჯაჰანპურმა სახელმწიფო ტელევიზიას. „ახლა დაღუპულთა რიცხვი 43-ია“.

გუშინდელი დღიდან კორონავირუსით ინფიცირების 205 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რომელმაც ჯამში 593 შეადგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარკო რუბიო სომხეთში ჩავიდა
მაკა ბოჭორიშვილს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება - დანამატის სახით მიიღებს ₾1 360-ს
Euractiv: ევროკავშირს სურს მოლაპარაკებების დაწყება უკრაინის 18 ივნისის სამიტში ჩართვასთან დაკავშირებით.
გვარამია: ხალხისთვის ხელის შეშლას არ ვაპირებთ, როცა დაიშლებიან, მოვახდენთ სცენის მონტაჟს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics