|
2015-08-02 14:06:40, 1494 ნახვა
კომენტარი
თინა ხიდაშელი: გიორგი მღებრიშვილის შს მინისტრად გადაყვანა, ძალიან სწორი ნაბიჯი იყო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი რეფორმირებული უწყების, შინაგან საქმეთა მინისტრად, გიორგი მღებრიშვილის დანიშვნის გადაწყვეტილებას სწორს უწოდებს. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, მღებრიშვილმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად მუშაობის პერიოდში, ყველა დაარწმუნა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების სწრაფად და ეფექტურად გატარება შეუძლია. "გოგას გადაყვანა ძალიან სწორი ნაბიჯი იყო. ბუნებრივია, სამინისტრო, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ მოკლე პერიოდში, რაც მინისტრი იყო, ვფიქრობ, ყველა დაარწმუნა, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებების სწრაფად და ეფექტურად გატარება შეუძლია",-განაცხადა თინა ხიდაშელმა. რაც შეეხება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად, წლების განმავლობაში უფლებადამცველის, კახა კახიშვილის, გადაყვანის გადაწყვეტილებას, ხიდაშელის თქმით, ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველო ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ ყალიბდება. "კახიზე რა გითხრათ, მიკერძოებული ვიქნები, რა თქმა უნდა, ჩემი ძველი კოლეგაა არასამთავრობო სექტორიდან და ასეთი ადამიანების ასეთ მნიშვნელოვან უწყებებში ხელმძღვანელებად მოსვლა, მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყანა რეალურად ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ სახელმწიფოდ ყალიბდება",-აღნიშნა თინა ხიდაშლმა "რუსთავი2"-თან საუბრისას.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)