19:10 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-02-26 12:19:46, 2816 ნახვა

რეგიონი
გურჯაანში საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს

გურჯაანის საავადმყოფოს რეანიმაციული განყოფილების მიმართულებით, ამ დრომდე დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა.

ინციდენტამდე რამდენიმე საათით ადრე, საავადმყოფოში 40 წლის მალხაზ ბადუაშვილი  ნაცემი შეიყვანეს, სადაც შესაბამისი დახმარება გაეწია.

ადგილობრივების თქმით, მამაკაცი თანასოფლელის მკვლელობის გამო წარსულში ნასამართლევია და მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

უკავშირდება თუ არა მომხდარი ფაქტი მის კრიმინალურ წარსულს, ამაზე საავადმყოფოში კომენტარს არ აკეთებენ.

მომხდარზე საუბარი არ სურთ არც ბადუაშვილის ოჯახის წევრებს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics