|
2015-07-30 18:38:18, 943 ნახვა
სამხედრო
ომარ ბეგოიძემ აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს დელეგაციას უმასპინძლა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) დელეგაციას უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა საქართველოს შეიარაღებული ძალების სწრაფი რეაგირების ცალკეული რადიაციული, ქიმიური, ბირთვული და ბიოლოგიური დაცვის ასეულის შესაძლებლობების განვითარების საკითხი განიხილეს. ასეულის ამოცანას რადიაციული კონტროლის უზრუნველყოფა, პირადი შემადგენლობის სანიტარული დამუშავება, ობიექტების, ტექნიკისა და აღჭურვილობის დეკონტამინაცია წარმოადგენს. ამასთან, უწყების ცნობით, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ და დელეგაციის ხელმძღვანელმა, აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ევრაზიის ოფისის უფროსის მოადგილე კრისტოფერ ფლოიდმა საქართველოს თავდაცვის უწყებასა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, რაც საქართველოს შეიარაღებული ძალების ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული დაცვის შესაძლებლობებს გაზრდის. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ბუნებრივი და ტექნოგენური ხასიათის საგანგებო სიტუაციებსა და ინციდენტებზე რეაგირების დამხმარე უწყებას წარმოადგენს. საჭიროების შემთხვევაში, თავდაცვის სამინისტრო შესაბამის მორეაგირე უწყებებს სპეციალური ტექნიკითა და პირადი შემადგენლობით უზრუნველყოფს. გენერალურ შტაბში გამართულ შეხვედრას თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობის შტაბისა და ODC-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)