12:01 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-29 16:48:37, 690 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის ბულვარში C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი მიმდინარეობს

ბათუმის ბულვარში დილიდან C ჰეპატიტის უფასო სკრინინგი მიმდინარეობს.

ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ტესტირება ადგილზე ჩაიტაროს და კვალიფიციური კონსულტაცია მიიღოს.

დღის 16:00 საათის მონაცემებით სკრინინგი 150 მსურველს ჩაუტარდა. ტესტირების შედეგების გაგება15 წუთშია შესაძლებელი. დადებითი პასუხის შემხთვევაში პაციენტებს გამოკვლევების გაგრძელება ბათუმის ინფქციურ საავადმყოფოში შეუძლიათ.

C ჰეპატიტის უფასო გამოკვლევა ჰეპატიტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში იმართება. პროექტს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დავადებათა კონტროლის ზონალურ ლაბორატორიასთან ერთად ახორციელებს.

სკრინინგის მიმდინარეობის პროცესს აჭარი ჯანდაცვის მინიტრის მოადგილე ზურაბ თენიეშვილი და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლელა სურმანიძე გაეცნენ.

უფასო გამოკვლევები ზღვისპირა პარკში 10 დან 17 საათამდე ჩატარდება, სკრინინგის მსურველთა შემთხვევაში ტესტირების პროცესი გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
სააკაშვილი ოპოზიციას - უნდა შევწყვიტოთ მოწკმუტუნე მხვეწნელის როლში ყოფნა
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 86 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე- აღნიშნე ბავშვთა საერთაშორისო დღე თიბისისთან ერთად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics