|
2020-01-07 15:42:38, 2148 ნახვა
რეგიონი
ბათუმში შობა ტრადიციული ალილოთი აღინიშნა
ქრისტეშობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმში, ტრადიციული საშობაო მსვლელობა ალილო მოეწყო. საზეიმო მსვლელობა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, მთავრობის წევრები შეუერთდნენ. მთავრობის თავმჯდომარემ მრევლს შობა მიულოცა და კეთილდღეობა და მშვიდობა უსურვა - ,,შობა განსაკუთრებული დღესასწაულია. შობა არის ახალი სიცოცხლის და იმედის სიმბოლო, გისურვებთ იმედების ასრულებას მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას". ალილო 12 საათზე დაიწყო და ბათუმი მოიცვა. ალილოს მსვლელობა თავისუფლების მოედანზე, ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების საძმო საფლავთან, ქვეყნისთვის თავდადებულთა პატივისცემის ნიშნად შეჩერდა და საკათედრო ტაძართან დასრულდა. შობის მახარობლებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ბათუმის მერი, საზოგადოების წარმომადგენლები საშობაო ნობათით შეუერთდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)