|
2019-12-24 18:56:02, 1572 ნახვა
რეგიონი
აჭარის მიმდინარე საინვესტიციო პორტფელი 4 მილიარდ ლარს შეადგენს - რეგიონში 2000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა
აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ისაუბრა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2019 წლის 9 თვის განმავლობაში 43%-ით გაიზარდა აჭარაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები და 112.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ,,ჩვენი რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის საინვესტიციო პოლიტიკა და ეკონომიკური საკითხები, რომლის ოპერატიულად მოგვარების შედეგად რეგიონში ჩნდება ახალი სამუშაო ადგილები. წლის დასაწყისში, ვამბობდით რომ ახალი საინვესტიციო პორტფელი იქნებოდა 3 მილიარდი ლარი, დღეის მდგომარეობით ამ ნიშნულმა 4 მილიარდ ლარს მიაღწია. წელს აჭარაში დამატებით 2000 ახალი სამუშაო შეიქმნა. გარდა საინვესტიციო პროექტებისა, რომელიც რეგიონში ხორციელდება, არანაკლებ მნიშვნელოვანია საერთაშორისო აღიარება. მინდა შევეხო ბოლო პერიოდში მიღებულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან აღიარებას. გამომცემლობა Forbes-მა ბათუმი 2020 წლისთვის საუკეთესო ევროპული საინვესტიციო ქალაქების ხუთეულში შეიყვანა. ეს ნიშნავს, რომ ამბიცია იმისა, რომ ბათუმი გამხდარიყო ხმელთაშუა ზღვისპირეთის ერთ-ერთი კონკურენტი ქალაქი, გადაიქცა რეალობად, ვინაიდან 2019 წელს ჩვენ ბათუმი გავხადეთ ევროპის სპორტული ქალაქი და მზარდი ტურისტული მიმართულება, გვქონდა ტურიზმის ოსკარი. მომავალი წელი კი იქნება ბათუმის საინვესტიციო ქალაქად აღიარების წელიწადი", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)