07:48 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-24 12:39:35, 696 ნახვა

ეკონომიკა
„ვითიბი ბანკი“ მომხმარებელს შემნახველ ბარათს სთავაზობს

„ვითიბი ბანკი“ მომხმარებელს შემნახველ ბარათს სთავაზობს.

"ვითიბი ბანკის" ახალი შემნახველი ბარათი თანხის  მარტივად დაგროვებისა და დანაზოგის თავისუფლად  განკარგვის საუკეთესო საშუალებაა.

შემნახველ ბარათს აქვს ორი ძირითადი თვისება, ერთის მხრივ, ეს არის ანაბარი,  რომელზე განთავსებულ თანხასაც ერიცხება მაღალი საპროცენტო სარგებელი და მეორეს მხრივ – ბარათი, რომელიც იძლევა დაგროვილი თანხის განკარგვის საშუალებას.

შემნახველ ბარათზე თანხა შეიძლება  ერთდროულად განთავსდეს ლარში, აშშ დოლარსა და ევროში. დანაზოგის განაღდება შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი ბანკის ბანკომატსა და ფილიალში. განაღდებით გამოწვეული თანხის შემცირების მიუხედავად, დასარიცხი სარგებლის საპროცენტო განაკვეთი არ იცვლება.

შემნახველ ბარათზე თანხის პირველი მინიმალური შენატანი შეადგენს 100 ერთეულს ნებისმიერ ვალუტაში. დამატებითი შენატანების განხორციელება დაშვებულია ნებისმიერ დროს და  ნებისმიერი მოცულობით. სარგებლის დარიცხვა ხდება თვეში ერთხელ,  ყოველი დღის ბოლოს არსებული ნაშთის მიხედვით. წლიური  საპროცენტო განაკვეთი შეადგენს ლარში 5%, დოლარში - 3%, ხოლო ევროში 2%-ს.

შემნახველი ბარათის აღება შესაძლებელია ვითიბი ბანკის ნებისმიერ ფილიალში.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics