|
2019-12-13 18:01:50, 27424 ნახვა
კულტურა
დღეს მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი იხსნება
თბილისის მერიის მხარდაჭერით, „მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი“ დღეს, 18:00 საათზე კინოთეატრ „ამირანში“ გაიხსნება. პირველ საფესტივალო საღამოს წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა ქართველი რეჟისორის ვახო ჯაჯანიძის ფილმი „გამოსვლა“, მადლი ლაანის ფილმი „აგვისტოს სამი დღე“ და ალის შინის ფილმი „ჰარუს ახალი წელი“. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), გაეროს მიგრაციის სააგენტოს „მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი“ ყოველ წელს ერთდროულად 100-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება. ფესტივალი აერთიანებს მსოფლიოს პროფესიონალ და დამწყებ რეჟისორებს, რომლებიც ფილმების საშუალებით ყვებიან მიგრანტთა ისტორიებს (https://www.iom.int/global-migration-film-festival). ფესტივალი კინოთეატრ „ამირანში“ 13 -დან 18 დეკემბერამდე გაგრძელდება. ნაჩვენები იქნება მოკლე და სრულმეტრაჟიანი, დოკუმენტური და მხატვრული ფილმები. ფესტივალის ფარგლებში კინოთეატრ „ამირანის“ მე-2-ე სართულზე წარმოდგენილი იქნება IOM-ის გამოფენა „უთქმელი ამბები - ქართველი დაბრუნებული მიგრანტების ფოტოისტორიები“, რომლის ავტორი ფოტოგრაფი დინა ოგანოვაა. ფესტივალს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია გაეროს მუდმივი კოორდინატორის ოფისისა და თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ახორციელებს.
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)