16:11 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-23 12:44:03, 415 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ აბაშიძე: 2008 წლის ტრაგიკულ შედეგს არანაირად არ უნდა შევეგუოთ

„2008 წლის ტრაგიკულ შედეგს არანაირად არ უნდა შევეგუოთ“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ე.წ საზღვრის გადმოწევის საკითხი შეძლებისდაგვარად პრაღის ფორმატშიც დააყენა.
„იმას, რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთისა და ერთი ორი ქვეყნის გამოკლებით. რაც შეეხება ბანერის მონტაჟს, ამაზე განცხადებები გავაკეთეთ, მწვავე საუბარი გვქონდა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ბატონი ტუსკი იმყოფებოდა აქ, შეძლებისდაგვარად პრაღის ფორმატი გამოვიყენე. ფაქტია, რომ ამის თაობაზე ჩვენ და რუსეთს გვაქვს განსხვავებული პოზიციები, თუ სად არის საზღვარი და ვინ როგორ უნდა იქცეოდეს. ეს არის 2008 წლის ტრაგიკული შედეგი, რომელსაც ჩვენ არანაირად არ უნდა შევეგუოთ“,-განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics