|
2019-12-05 18:47:59, 2700 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახლად დანიშნულ გენერალურ დირექტორს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახლად დანიშნულ გენერალურ დირექტორთან შეინ როზენტალთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ სტუმრებს აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი პროექტები გააცნო და აღნიშნა, რომ რეგიონში დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ADB-ისა და საქართველოს თანამშრომლობის სტრატეგიის შესაბამისად, ბანკის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს გზების, ენერგო სექტორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურა და მომსახურება. საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორად შეინ როზენტალი 2019 წლის შემოდგომაზე დაინიშნა. ბოლო წლებში როზენტალი ADB-ს წარმომადგენლობას სომხეთში ხელმძღვანელობდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)