|
2015-07-20 12:55:50, 406 ნახვა
პოლიტიკა
სოსო ცისკარიშვილი: ჭიკაიძის თანამდებობიდან გამათავისუფლებლებს, ალბათ, სინდისის ქენჯნა გააჩნდათ
"დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის პრეზიდენტის" სოსო ცისკარიშვილის შეფასებით, კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დანიშვნა, ალექსანდრე ჭიკაიძისთვის ვერავითარი კარიერული წარმატების მიმანიშნებელი ვერ იქნება. როგორც ცისკარიშვილმა "ექსპრესნიუსს" განუცადა, ალექსანდრე ჭიკაიძე უსამართლოდ გაათავისუფლეს და, შესაძლოა, თავიანთი დანიშნული კადრის მოშორების გამო, უხერხულობას გრძნობენ. კითხვაზე-იქნებოდა თუ არა ალექსანდრე ჭიკაიძის სურვილი ხსენებულ თანამდებობაზე დანიშნულიყო, ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ მას არჩევანის საშუალება არ ექნებოდა, თანაც, მისივე განმარტებით, აშკარაა, რომ ხელისუფლებას სანდო კადრების დეფიციტი აქვს. "ჭიკაიძე მსხვერპლთშეწირვის ტრადიციულ ქმედებას შეეწირა. მას სხვაზე უარესად არ უმუშავია და მისი დაბრუნება რაიმე მოულოდნელობად შეიძლება არც აღვიქვათ. უბრალოდ, თანამდებობა ამ საბჭოს მდივნის მოადგილისა, არც თუ საამაყო უნდა იყოს ამ ახალგაზრდა ადამიანისთვის. მითუმეტეს როდესაც ვიცით ჯერ კიდევ ვის უკავია თავად მდივნის თანამდებობა. არჩევანის საშუალება მას ნამდვილად არ ექნებოდა, მაგრამ თუ სხვა კუთხით შევხედავთ ამ დანიშვნის ფაქტს, ისიც შეიძლება ვივაურადოთ, რომ სანდო კადრების დეფიციტი ჩვენი ხელისუფლებისთვის უკვე თვალსაჩინოა. კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილედ დანიშვნა, ვერაფერი კარიერული წარმატების მიმანიშნებელი ვერ იქნება. უბრალოდ, ალბათ სინდისის ქენჯნა გააჩნდათ თანამდებობიდან მის გამათავისუფლებლებს და მისი გულწრფელობა, სურვილი სიკეთის შექმნისა, გაახსენდათ და ერთი მოტივი ცალკე აღებული არ უნდა განიხილებოდეს ასეთი გადაწყვეტილების მიღებისას. ერთი, რომ უნდა გრძნობდნენ გარკვეულ უხერხულობას, რომ თავისი დანიშნული კადრი ისე მოიშორეს, აიძულეს დაეწერა მას თავად განცხადება გათავისუფლების თხოვნით",-განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის, მოადგილედ დაინიშნა. ალექსანდრე ჭიკაიძეს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 23 იანვრამდე ეკავა.
რუსეთი სომხეთიდან ხილისა და ბოსტნეულის იმპორტს ზღუდავს
ირანის ელჩმა ყაველაშვილს თბილისის მეჩეთის მონახულების გამო მადლობა გადაუხადა
კალაძე გორში მომხდარ ძალადობაზე: ფაქტი არის ძალიან მძიმე - მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისმა სამსახურებმა რეაგირება მოახდინეს
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)