00:00 - 29 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-24 12:09:08, 1215 ნახვა

რეგიონი
გურჯაანში წელს პირველად ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება

წელს პირველად, 26  ოქტომბერს 12:00 საათზე, ქ. გურჯაანში, ახტალის პარკში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ქართული ყველისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართება.

ფესტივალი რეგიონში კულინარიის, როგორც დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

ფესტივალის ფარგლებში ქართველი და უცხოელი შეფმზარეულები თანამედროვე ტექნოლოგიით მოამზადებენ კერძებს და ჩაატარებენ მასტერკლასებს. პარალელურად, 50-მდე სახეობის ქართული ყველის და ყველისგან ნაწარმოები პროდუქტების დეგუსტაცია და  გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

ფესტივალზე დაგეგმილია სხვადასხვა გასართობი პროგრამა ბავშვებისთვის, ასევე წარმოდგენილი იქნებიან ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლები. დასკვნით ნაწილში კი Bocuse d'Or ფინალისტების კულინარიული შოუ გაიმართება.

ფესტივალი პროგრამის „ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაცია" ფარგლებში ტარდება.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანული მედია: თეირანსა და ვაშინგტონს შორის შეთანხმება მიღწეული არ არის
ორდღიანი ძებნის შემდეგ, დაკარგული მწყემსი მდინარე გუბისწყალში გარდაცვლილი იპოვეს
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ახალგაზრდა გოგოებზე იძალადა
Axios: აშშ და ირანი 60-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics