|
2019-10-23 12:57:17, 1102 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე სახელოვნებო სკოლის თანამშრომლებს შეხვდა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე მერიის დაქვემდებარებაში მყოფ ორგანიზაციებთან შეხვედრებს განაგრძობს. მორიგი შეხვედრა ხელმძღვანელმა მოადგილე რუსუდან შავაძესთან ერთად სახელოვნებო სკოლის თანამშრომლებთან გამართა. შეხვედრის მიზანს 2020 წლის ბიუჯეტის მიზნობრივად განსაზღვრა, სახელოვნებო სკოლაში არსებული მდგომარეობის გაცნობა, სამომავლო გეგმები, მათ წინაშე არსებული პრობლემების განხილვა და მათი გადაჭრის გზების ძიება წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ სახელოვნებო სკოლის ბიუჯეტი 2017 წლიდან დღემდე 8 045 ლარით გაიზარდა, რაც ამ დროისთვის 80 700 ლარს შეადგენს. სახელოვნებო სკოლაში ფუნქციონირებს ნენიის, ბუთურაულის, უჩამბისა და ხიჭაურის ფილიალები, სადაც 62 მოსწავლე ირიცხება და დასაქმებულია 15 თანამშრომელი. გასულ წელს, სკოლაში გაიხსნა საესტრადო სტუდია. შეიძინეს მუსიკალური ინსტრუმენტები და მოსწავლეებს გადაეცათ სასცენო ფორმები. სახელოვნებო სკოლის მიზანია, სასკოლო ასაკის მოსწავლეებს მისცეს მუსიკალური განათლება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)