18:31 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-16 16:51:50, 1875 ნახვა

კომენტარი
არჩილ ჭყოიძე: ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირებას აშშ და დასავლეთი უშლის ხელს

„ევრაზიული კავშირის“ ხელმძღვანელის არჩილ ჭყოიძის განცხადებით, ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირებას რამოდენიმე ფაქტორი უშლის ხელს. 
როგორც „ექსპრესნიუსს“ ჭყოიძემ განუცხადა, ეს ფაქტორები ამერიკის შეერთებული შტატები, დასავლეთი და ზოგიერთი მეზობელი ქვეყანაა. 
„ქართულ - რუსული ურთიერთობების დარეგულირებას ხელს რამოდენიმე ფაქტორი უშლის: ეს არის აშშ, დასავლეთი, ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფო. თუმცა საკმაოდ სერიოზულ როლს თამაშობს არასამთავრობო სექტორის ის ნაწილიც, რომელიც ვითომ 20-წელია ჩართულები არიან ქართულ - რუსული ურთიერთობების აღდგენაში, არადა მათი მთავარი საქმიანობა ფულის გათეთრებაა. მაგალითისთვის მოგიყვანთ ერთ ასეთ ორგანიზაციას, დედა - შვილ ბეჟენცევებს, რომლებსაც უკვე რუსული დაფინანსება აღარ ჰყოფნით და საქართველოს ხელისუფლებას უყენებენ პრეტენზიებს. დროა ასეთი ორგანიზაციები, რომლებიც ანტი - ქართულ და ანტი - რუსულ და საერთოდ ანტი - სახელმწიფოებრივ საქმიანობას ეწევიან, საერთოდ გაუქმდეს“,-აღნიშნა ჭყოიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics