|
2019-10-11 17:50:30, 4955 ნახვა
რეგიონი
ბათუმში კონფერენცია „კარდიოქირურგიული პაციენტების პერიოპერაციული მართვის ასპექტები“ გაიმართება
12 ოქტომბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო - „WYNDHAM BATUMI“-ში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართება კონფერენცია თემაზე: „კარდიოქირურგიული პაციენტების პერიოპერაციული მართვის ასპექტები“. კონფერენციაზე ასევე წარმოდგენილი და განხილულ იქნება სამი წლის შედეგები. კონფერენციაზე მოხსენებებს წარადგენენ კარდიოლოგები, კარდიოქირურგები, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგები და რადიოლოგები. განიხილება შემდეგი თემები: „თანამედროვე მიდგომები კარდიოქირურგიაში“ „ანესთეზია ინტენსიური თერაპიის როლი კარდიოქირურგიაში“ „კარდიოქირურგიული პაციენტების პოსტოპერაციული მართვა“ „კარდიოექოსკოპიის როლი კარდიოქირურგიულ პაციენტებში“ „ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ „მედინას“ კარდიოლოგიისაა და კარდიოქირურგიის დეპარტამენტის სამი წლის ანგარიში“. კონფერენციას დაესწრებიან აღმასრულებელი ხლისუფლებისა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. აჭარის სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები, კარდიოლოგები, კარდიოქირურგები, კარდიოექოსკოპისტები, პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმები. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ფოთისა და გურიის სამედიცინო დაწესებულებების ექიმები.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)