|
2015-07-14 12:16:38, 712 ნახვა
სამართალი
საპატრულო პოლიციამ ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 43200 აბი ამოიღო
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბულგარეთის მოქალაქე, 1986 წელს დაბადებული კრასიმირ დ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ბრალდებით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში შეაჩერეს და გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბულგარეთის მოქალაქის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო ავტომანქანის ჩხრეკისას, სამედიცინო პრეპარატ „სედალგინის“ 43200 აბი ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 432 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება კოდეინს და 648 გრ ფსიქოტროპულ ნივთიერება ფენობარბიტალს შეიცავს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)