|
2019-09-06 15:02:24, 4070 ნახვა
რეგიონი
ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა
სოციალური მომსახურების სააგენტოს, ქუთაისის მერიისა და ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ორგანიზებით ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართა. ღონისძიება სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ლევან გოგოძემ და ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ გახსნეს. დასაქმების ფორუმის მონაწილეებს 500-ზე მეტი აქტიური ვაკანსია 30-მდე კომპანიამ შესთავაზა. სამუშაო ადგილები სამომხმარებლო, საბანკო-საფინანსო, ტურიზმისა და სამშენებლო სფეროებიდან იყო წარმოდგენილი. ფორუმის მიმდინარეობისას, სამუშაოს მაძიებლები და დამსაქმებლები, ერთ სივრცეში, სწრაფად და მარტივად უკავშირდებიან ერთმანეთს. მსგავსი ღონისძიებების მიზანს დასაქმების ხელშეწყობა და ქვეყანაში უმუშევრობის დონის შემცირება წარმოადგენს. სოციალური მომსახურების სააგენტო მოუწოდებს ყველა სამუშაოს მაძიებელს დარეგისტრირდეს დასაქმების ელექტრონულ პორტალზე worknet.gov.ge. აღნიშნულ პორტალზე რეგისტრაციის შემთხვევაში მოქალაქეები მუდმივად, უფასოდ მიიღებენ ინფორმაციას, მოკლეტექსტური შეტყობინენების სახით, შრომის ბაზარზე არსებული ვაკანსიების თაობაზე, ასევე, მუდმივად მიიღებენ ინფორმაციას დაგეგმილი დასაქმების ფორუმებისა და სხვა სერვისების შესახებ, რომლებიც მათ დასაქმებაში შეუწყობთ ხელს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)