22:20 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-11 11:55:43, 761 ნახვა

სამართალი
შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის გარდაბნის გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცერი შოთა ბიწაძე დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ შოთა ბიწაძემ, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, სამეწარმეო სუბიექტის წარმომადგენელს მოქალაქე მ.მ-ს კომერციული ინფორმაციის სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მოპოვებისა და გადაცემის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 10 000 აშშ დოლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics