|
2019-08-30 10:27:35, 455 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე: ჩვენ აჭარაში პრაქტიკულად აღარ გვაქვს გაჩერებული საინვესტიციო პროექტი
„ჩვენ რეგიონში პრაქტიკულად აღარ გვაქვს გაჩერებული საინვესტიციო პროექტი“, - ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ აჭარის მთავრობის სხდომაზე ქობულეთში განაცხადა. „მათ რიცხვს კიდევ ბევრი დაანონსებული პროექტი დაემატება, ნაწილი კი - წლის განმავლობაში აქტიური მშენებლობის ეტაპზე გადავა. და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ კონკრეტული საქმიანობებიდან გამომდინარე, ორი წლის განმავლობაში 6 000 სამუშაო ადგილი უნდა შევქმნათ“, - განაცხადა რეგიონის პირველმა პირმა თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარის მთავრობის ამბიციური გეგმის შესაბამისად, წლის ბოლომდე საინვესტიციო პორტფელი 3 მილიარდ ლარზე უნდა ავიდეს. „ეს იქნება მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია, რომელიც რეგიონს შეჰმატებს, როგორც ახალ, თანამედროვე ტურისტულ ობიექტებს, სასტუმროებს და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ყველა მუნიციპალიტეტში ჩვენ ვაპირებთ, რომ იყოს თანაბარი ეკონომიკური შესაძლებლობები და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ საწარმოებს კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)