|
2019-08-29 10:28:22, 779 ნახვა
რეგიონი
შუახევში მე-8 ფოლკლორული ფესტივალი „ჯვარიმინდორი“ გაიმართა
შუახევში, თაგინურის მიმდებარე ტერიტორიაზე მე-8 ფოლკლორული ფესტივალი ,,ჯვარიმინდორი” გაიმართა. ფესტივალზე, ჭვანის ხეობისთვის დამახასიათებელი ფოლკლორი და ტრადიციული ყოფაცხოვრების ამსახველი ნიმუშები იყო წარმოდგენილი. მოეწყო ხელნაკეთი ნივთების, ადგილობრივ მეწარმეთა მიერ წარმოებული ღვინის, თაფლის, ჭაჭისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა- გაყიდვა. სპეციალურად ღონისძიებისთვის შუახევის ყოფა - ცხოვრებისა და ტრადიციების ამსახველი ფოტო - მასალაც გამოიფინა. ღონისძიებაში კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები და მოწვეული ჯგუფები მონაწილეობდნენ. პარალელურად, სპორტული აქტივობებიც მიმდინარეობდა. ფესტივალში ადგილობრივებთან ერთად, გალობის უნივერსიტეტისა და ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლები, ასევე, აჭარიდან თურქეთში გადასახლებული ქართველების შთამომავლები მონაწილეობდნენ. ფესტივალი მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და ,,საზოგადოება ჭვანელი“-ს ინიციატივით, 2012 წელს დაფუძნდა. ღონისძიების მიზანს, კუთხის კულტურის - ჭვანის ხეობისათვის დამახასიათებელი ფოლკლორისა და სამთო ტურიზმის პოპულარიზაცია, ასევე, ტურისტული მარშრუტების მარკირება წარმოადგენს. ტრადიციის თანახმად, ფოლკლორული ფესტივალი ,,ჯვარიმინდორი“ ყოველი წლის 28 აგვისტოს, წმინდა მარიამის მიძინების დღეს იმართება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)