22:09 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-27 16:18:00, 1532 ნახვა

რეგიონი
ბოლო ერთი წლის განმავლობაში აჭარაში მილიარდი ლარის საინვესტიციო პროექტები განახლდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის ახალი რეგულაციის შედეგად განახლებული საინვესტიციო პროექტები დაათვალიერა.

თორნიკე რიჟვაძე  სამ   საინვესტიციო ობიექტზე იმყოფებოდა:  შპს "კროსვეისი" - რუმსი, შპს "GIMG" -  ე.წ „კემპინსკი" და შპს „ტამ ჯეო" -  ბაბილონ თაუერი.

როგორც ინვესტორები ამბობენ, ახალმა რეგულაციამ აჭარაში ბიზნეს საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტური და ჯანსაღი გახადა.

აჭარის მთავრობის მიერ 1 წლის წინ ამოქმედებული რეგულაციის მთავარი პრინციპია - ბიზნესს მიეცეს  განვითარების ახალი შესაძლებლობა  და  შეფერხებული პროექტები საბანკო გარანტიის წარდგენის შემთხვევაში განაახლოს. ამავდროულად, განკარგულების თანახმად,  სახელმწიფო აზღვევს  თავის  საჯარო ინტერესს.

აღნიშნული რეგულაციის შედეგად, აჭარაში ბოლო 1 წლის განმავლობაში 30-ზე მეტი  საინვესტიციო პროექტი განახლდა, რომელთა   ჯამური ღირებულება  დაახლოებით 1 მილიარდ ლარზე მეტს შეადგენს. 

აჭარის მთავრობის საინვესტიციო გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე,  განახლებული პროექტების გარდა, არანაკლებ 3 მილიარდი ლარის ღირებულების ახალი საინვესტიციო პროექტების პორტფელი შეიქმნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წულუკიანი გორზე: ამ საზარელმა კადრებმა დაგვიდასტურა, რომ მტერი მეტი გვყავს, ვიდრე გვეგონა
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics