|
2019-08-21 10:52:20, 602 ნახვა
რეგიონი
ტრამპმა დანიაში სახელმწიფო ვიზიტი გრენლანდიის აშშ-სთვის მიყიდვაზე უარის გამო გააუქმა
ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დანიაში სახელმწიფო ვიზიტი მას შემდეგ გააუქმა, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ გრენლანდიას აშშ-ს არ მიჰყიდის. BBc-ის ცნობით, ეს ინფორმაცია თეთრი სახლის წარმომადგენელმაც დაადასტურა. დანიაში ვიზიტის გაუქმების შესახებ სოციალურ ქსელ Twiter-ში ტრამპი წერს, რომ პრემიერ- მინისტრ მეტე ფრედერიკსენის კომენტარის გამო, რადგან მას გრენლანდიის შესყიდვის საკითხის განხილვა არ სურს, 2 კვირაში დაგეგმილ შეხვედრას სხვა დროისთვის გადადებს. ტრამპის სახელმწიფო ვიზიტი დანიაში, დანიის დედოფლის, მარგარეტ II-ს მოწვევით, 2 სექტემბერს უნდა შემდგარიყო. გასულ კვირას, დონალდ ტრამპმა დანიისგან კუნძულ გრენლანდიის ყიდვის სურვილი გამოთქვა, რასაც დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტემ ფრედერიქსენმა „აბსურდი“ უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ ტრამპმა იხუმრა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)