|
2019-08-16 18:22:27, 1160 ნახვა
რეგიონი
„გონიოში ოკუპაციას ვერ გრძნობთ?!“ - გორის მერიასთან საპროტესტო აქცია იმართება
ანტისაოკუპაციო მოძრაობისა და აქცია „სირცხვილიას“ წარმომადგენლები გორის მერიასთან საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებას აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც, ის სოფელ გუგუტიანთკარში შვებულების დასრულების შემდეგ ჩავა. დემონსტრანტებს ადგილზე სხვადსხვა შინაარსის ბანერები აქვთ მიტანილი: "რა დროს დასვენებაა, ხალხი ყოველდღე სახლს კარგავს", "გონიოში ოკუპაციას ვერ გრძნობთ", "სირცხვილია" და "რუსეთი ოკუპანტია". გარდა ამისა, აქციის მონაწილეები დღეს სოფელ მეტეთის საგუშაგოსთან იყვნენ და გუგუტიანთკარში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ მათ შესვლის უფლება არ მისცა. შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. მავთულხლართების გაბმის შედეგად, გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზს იქით რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, რაზმაძეების და გუგუტიშვილების ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს. დღეს კი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ გუგუტიანთკარში თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ჩავიდნენ და ადგილზე იხილეს საოკუპაციო ძალების მიერ ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი და შექმნილი რთული ჰუმანიტარული ვითარება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)