|
2015-07-09 13:42:27, 478 ნახვა
პოლიტიკა
გელა დუმბაძე: საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები მასობრივ დაბრუნებას არ აპირებენ
დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის ინფორმაციით, საბერძნეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები მასობრივ დაბრუნებას არ აპირებენ, - ამის შესახებ დუმბაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, სოციალურ ქსელში რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც საბერძნეთში მყოფმა ქართველებმა სხვადასხვა ქვეყანაში გადასვლა სცადეს, თუმცა ამას მასობრივი ხასიათი არ აქვს. „მოგეხსენებათ, რომ გასულ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ადგილზე იმყოფებოდა სიტუაციის გასარკვევად. გუშინ მე მოვიწვიე სპეციალური სხომა ჩვენს სამინისტროში, რომლის შედეგადაც გადაწყდა, რომ მომავალ კვირას ჩემი პირველი მოადგილე საურ სარაჯიშვილი ათენში გაემგზავრება, სადაც კიდევ ერთხელ გაივლის ჩვენს დიასპორასთან ერთად იმ პრობლემატიკას, რაც მათ წინაშეა. დღეს საზოგადოების ფართო მასებს აინტერესებთ სიტუაცია, თუ რა ხდება იქ. ჩემს მიერ ასევე მოწვეული იყო საბერძნეთის საელჩოს მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში და ხანგრძლივი საუბარი გვქონდა. ჩვენ საელჩოსთან ინტენსიური კონტაქტი გვაქვს და მინდა გითხრათ, რომ განსაკუთრებული მასა ჩვენი წარმომადგენლებისა, ლეგალები თუ არალეგალები, მასიურ დაბრუნებას საქართველოში არ აპირებენ. ორშაბათს განხილულ იქნება საკითხები საბერძნეთში, რომელიც ქვეყნის ბედს იგივე ევროკავშირთან მიმართებით გადაწყვეტს. ძალიან ბევრი რამ გაირკვევა და მერე ჩვენი წარმომადგენელი ჩავა იქ და ვითარებას განიხილავს. ფეისბუქში მიწერ-მოწერის დონეზე დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც ჩვენმა ადამიანებმა გამოხატეს სურვილი შესაძლო გადასვლის შესახებ ესპანეთსა და იტალიაში. ეს იყო ერთეული შემთხვევები და მასიურ მოძრაობას ადგილი არ აქვს. ყველა იმ ადამიანს ვინც სამშობლოში დაბრუნებას დააპირებს, ყოველ მხრივ დავეხმარებით, ასე რომ ჩვენს ქვეყანაში ქართველების მასიური დაბრუნების სურვილს ადგილი არ აქვს“, - განაცხადა დუმბაძემ. მისივე განმარტებით, ოფიციალური მონაცემებით, საბერძნეთში ათი ათასობით ქართველი იმყოფება, სხვადასხვა მონაცემებით კი დაახლოებით ორასი ათასი.
კალაძე: ოპოზიციაში მიდის ბრძოლა - ვის ერქმევა მთავარი ოპოზიციური პარტია
ევროკავშირი რუსეთისგან მოითხოვს ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან და დნესტრისპირეთიდან მისი გაყვანას
სადაზღვევო პროდუქტები თიბისის მობაილბანკში - შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)