|
2019-07-26 17:06:03, 1597 ნახვა
რეგიონი
ფორბსისა და კოსმოპოლიტანის ჟურნალისტები აჭარის შესახებ სტატიებს ამზადებენ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს ფორბსის, კოსმოპოლიტანისა და რეიტინგული ყაზახური ონლაინგამოცემა „ტენგრი ნიუსის“ ჟურნალისტები სტუმრობენ. ცნობილი გამოცემების ჟურნალისტები რეგიონში მოგზაურობის შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ამზადებენ. დღეს ისინი ბათუმის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ინფრასტრუქტურას ეცნობიან. სამდღიანი ტურის განმავლობაში კი ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, მტირალას ეროვნულ პარკს, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმსა და ქედის ტურისტულ მარშრუტს ეწვევიან. რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების შესახებ მომზადებული სტატიები და რეპორტაჟები ბელარუსში, ყაზახეთსა და უკრაინაში აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდება. „ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ვაჩვენოთ პოტენციურ ტურისტებს სტატიებით, რეპორტაჟებით, ბლოგებითა თუ სხვადასხვა სარეკლამო საშუალებებით, რომ ჩვენთან დასვენება არის უსაფრთხო, ტურისტულად მრავალფეროვანი და საინტერესო. კოსმოპოლიტანისა და ფორბსის შემდეგ ჩვენ ველოდებით ჟურნალისტებს ვოგიდან, L’Officiel- დან, ZOE Magazine- დან და სხვა ცნობილი გამოცემებიდან. ჩვენი ორგანიზებით ბოლო ერთ თვეში რეიტინგულ მედიასაშუალებებში აჭარის შესახებ მომზადებული 40-მდე სტატია, რეპორტაჟი და ბლოგი გამოქვეყნდა და ეს პროცესი ბუნებრივია გაგრძელდება,' განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ. დეპარტამენტის ორგანიზებით აჭარაში წელს სამიზნე ქვეყნებიდან რეიტინგული მედიისა და ტურისტული კომპანიის 370-ზე მეტმა წარმომადგენელმა იმოგზაურა. დეპარტამენტი ჟურნალისტების მოწვევას რეგიონში წლის ბოლომდე გააგრძელებს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)