21:00 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-23 17:27:03, 2311 ნახვა

რეგიონი
ბათუმში, კონფერენცია „კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები“ ჩატარდა

საქართველოს ექიმთა პოსტდიპლომური განათლების ასოციაციის ორგანიზებით, XVIII პოლიპროფილური სამედიცინო კონფერენცია:  „კლინიკური პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტები“ ჩატარდა.

კონფერენცია აკრედიტებულია თსსუ-ს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ და მასში მონაწილე ექიმებზე გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი და კრედიტ-ქულები.

კონფერენციის მიზანია ქვეყანაში კლინიკური მედიცინის სხვადასხვა სპეციალობებსა და სუბსპეციალობებში საერთაშორისო სტანდარტებისა და გაიდლაინების დამკვიდრების ხელშეწყობა და სპეციალისტთა შორის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.

კონფერენციის თემატიკა მოიცავს დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორებში (ICD10; ICPC2) შემავალ სიმპტომებს, სინდრომებს და ნოზოლოგიებს, ასევე, ლაბორატორიული მედიცინის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ფარმაციის იმ საკითხებს, რომლებიც აქტუალურია პრაქტიკული მედიცინისთვის.

კონფერენციის ფარგლებში აჭარის ავტნომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ, ენდოკრინოლოგს, დიაბეტოლოგს, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, პროფესორ - რამაზ ყურაშვილს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის დაავადებათა მკურნალობისა და პრევენციის, ასევე სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში შეტანილი წვლილისათვის სიგელი გადასცა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics