|
2019-07-18 10:57:56, 7739 ნახვა
სამხედრო
ლევან იზორია ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს შეხვდა
თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ოპერაციების საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწეს, ჯონათან პერიშს უმასპინძლა. მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობის სტრატეგიული ასპექტები და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე საქართველოში თავდაცვის სფეროში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით მიღწეული პროგრესი ხაზგასმით აღინიშნა. საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს მონაწილეობას ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში, ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან კონტრიბუციას მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, საქართველოს როლს შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში და ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობას. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, როზარია პუგლისი და ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის სამსახურის წარმომადგენელი, გუსტავ ვრომენი დაესწრნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)