20:46 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-17 18:41:33, 2442 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე: გავაკეთებთ ყველაფერს, რათა, განსაკუთრებით აჭარაში მოსახლეობის მოლოდინები გავამართლოთ

"პარტია საჭიროებს კიდევ უფრო მეტ გაძლიერებას, კიდევ უფრო მეტ კოორდინაციას. რა თქმა უნდა, ჩვენ ვემზადებით შემდეგი წლის არჩევნებისთვის. ბუნებრივია, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ დაკვეთა, რაც მოდის საზოგადოებისგან, ის მოლოდინები, რაც აქვს ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით აჭარაში, გავამართლოთ", - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. 

ახალი ინიციატივა, რომელიც აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ჩამოყალიბებას ეხება, დღეს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.  „ქართული ოცნების" რეგიონული ორგანიზაცია აჭარაში პირველად შეიქმნა.

"პარტიის ლიდერების გადაწყვეტილებით, ჩემი კანდიდატურა არის წარდგენილი და ბუნებრივია, ეს  პროცესი ფორმალურად გაფორმდება უკვე პარტიის ყრილობაზე", - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ თორნიკე რიჟვაძემ.

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გორში, პოლიციის განყოფილებასთან ხმაურია - ვიდეო
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics