|
2015-01-23 16:27:17, 1274 ნახვა
პოლიტიკა
ფხალაძე: არ შეიძლება სამართლებრივ აქტად განხილული იყოს ის, რაც ოკუპანტსა და ანექსირებულ ტერიტორიას შორის ხდება
რუსეთის დუმის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკასთან სტრატეგიული შეთანხმების რატიფიცირების მოხდენას საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე გამოეხმაურა. ფხალაძის თქმით, ე.წ. ხელშეკრულების რატიფიკაცია მოსალოდნელი იყო. მისივე განმარტებით, რუსეთი თავის ზრახვებზე დაუფარავად საუბრობს. "ფაქტობრივად, ეს მოსალოდნელი იყო და ამაში ახალი არაფერია. რუსეთის ფედერაცია თავის ზრახვებზე დაუფარავად საუბრობს და არა მხოლოდ საუბრობს, არამედ მოქმედებს. ჩვენ ყველა საერთაშორისო შეხვედრაზე და ყველგან, სადაც კი შეიძლება, ვსაუბრობთ ამის დაუშვებლობაზე, საქართველოს ოკუპაციისა და აწ უკვე სამწუხაროდ ანექსიის პრობლემატიკაზე.ადეკვატურად ვაფასებთ ყველაფერს და ვცდილობთ, გადაიდგას ის ნაბიჯები, რომლებიც მომავალში ამის პრევენციას მოახდენს. არ შეიძლება სამართლებრივ აქტად განხილული იყოს ის, რაც ოკუპანტსა და ანექსირებულ ტერიტორიას შორის ხდება",-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. აღნიშნული განცხადება ფხალაძემ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ე.წ. ხელშეკრულების თემაზე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ დიმიტრი სანაკოევს და ამ თემაზე მომუშავე ორგანიზაციებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა. შეგახსენებთ, რუსეთის დუმამ ოკუპირებულ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკასთან სტრატეგიული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. არსებული ინფორმაციით, ე.წ. ხელშეკრულების რატიფიცირებას რუსეთის სათათბიროში ხელი 441 დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა კი თავი შეიკავა.
დასაქმებულთა რაოდენობის კლება დიდწილად სოცდასაქმების პროგრამის გაჩერებას უკავშირდება - G&T
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დამოუკიდებლობა შენი გადაწყვეტილებაა -თიბისი - 33 წელი დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად
ინტენსიურმა წვიმამ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში გარკვეული პრობლემები შექმნა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)