|
2019-07-15 15:00:43, 1956 ნახვა
რეგიონი
აჭარას შესაძლოა ევროპის სპორტის რეგიონის სტატუსი მიენიჭოს
ევროპის სპორტის ქალაქების ასოციაცია მზად არის აჭარის სპორტის რეგიონად აღიარების საკითხი განიხილოს, - ამის შესახებ მთავრობაში გამართულ შეხვედრაზე ითქვა. შეხვედრას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, ბათუმის მერი ლაშა კომახიძე და ევროპის სპორტის ქალაქების ასოციაციის გენერალური მდივანი ჰუგო ალონსო ესწრებოდნენ. ჰუგო ალონსოს თქმით, აჭარას აქვს პოტენციალი, რომ მიიღოს ევროპის სპორტის რეგიონის წოდება. ასოციაცია მზად არის განიხილოს საკითხი და ბათუმის შემდეგ სპორტის რეგიონის სტატუსი აჭარას მიანიჭოს. სპორტის პოლიტიკის, ინფრასტრუქტურის, პროგრამებისა და აქტივობების გათვალისწინებით, ბათუმს ევროპის სპორტის ქალაქის წოდება 2018 წლის აპრილში მიენიჭა. ასოციაციის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ბათუმი სპორტის, განათლებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის კუთხით ევროპაში საუკეთესო მაგალითია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)