|
2019-07-05 10:34:55, 966 ნახვა
რეგიონი
კახეთის რეგიონში ხორბლის მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია
კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურის მოსავლის აღების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მოსავლის აღების სამუშაოები რეგიონში ივნისის თვის შუა რიცხვებიდან დაიწყო და შეუფერხებლად გრძელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი მიმდინარე სამუშაო პროცესს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამები, რომლებსაც ვახორციელებთ, წარმატებულია. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესყიდვის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 50%-იანი თანადაფინანსებით, ფერმერებს საშუალება მივეცით ტექნიკა შეეძინათ. გარდა ამისა, გასულ წელს შევიძინეთ 30 ერთეული კომბაინი; სამუშაო პროცესში ამ ტექნიკის ჩართულობის შედეგია სწორედ, რომ შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს ალოობა. წარმატებით დამთავრდა მოსავლის აღება ალაზანზე, მიმდინარეობს შირაქში და გაგრძელდება ქართლში. ფერმერები კმაყოფილი არიან; თითოეულმა მათგანმა იცის, რომ სახელმწიფო პროგრამები მათ წარმატებაზეა ორიენტირებული“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა. ნათეს ფართობებზე მოსავლის აღების პროცესში აქტიურადაა ჩართული საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“. „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიამ“, 2018 წელს, გარემო პირობებზე ადაპტირებული 30 ერთეული მარცვლეულის ამღები ახალი კომბაინი შეიძინა, რითაც გასულ წლებში მოსავლის აღებასთან დაკავშირებული შეფერხებების პრობლემა გადაიჭრა. კახეთში, დღეისათვის, 103 ერთეული კომბაინია მობილიზებული; აქედან დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 45, ხოლო გურჯაანის სერვისცენტრში 58 ერთეული, რომლებიც სრული დატვირთვით მუშაობს, რათა მოსავლის აღება აგროვადების დაცვით მოხდეს. ამ ეტაპზე, კახეთის რეგიონში „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიას“ უკვე აღებული აქვს 6500 ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კულტურის მოსავალი; აქედან, 2300 ჰექტარზე ქერი და 4200 ჰექტარზე ხორბალი. ხორბლის აღების პროცესს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი პაატა შეყელაძე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ გენერალური დირექტორი მურთაზ ყიფიანი და ადგილობრივი ფერმერები ესწრებოდნენ.
(NS)
გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდება კიდევ ორ პირს წარედგინა, დაკავებულია ირაკლი სულაბერიძე და დემეტრე კასრაძე
ევროკავშირმა Temu 200 მილიონი ევროთი დააჯარიმა
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)