|
2019-06-28 10:53:00, 2201 ნახვა
რეგიონი
ფრიდონ ფუტკარაძე საზაფხულო იალაღებზე მოსახლეობას შეხვდა
შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესთან და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად საზაფხულო იალაღებზე იმყოფებოდა. მთაგინურის, ხარიათაღის, მთაპატარას, ნაფოცხვარას იალაღებზე ჭვანის, ბარათაულის, წყალსაყრისა და დაბა შუახევის ადმინისტრაციული ერთეულების სეზონურად მაცხოვრებელ მოიალაღეებს შეხვდა და ადგილზე გაეცნო მთებში არსებულ ვითარებას. დღესვე, ფრიდონ ფუტკარაძემ ხელმძღვანელ პირებთან ერთად საზაფხულო იალაღებზე მიმდინარე შიდა ელექტრო სისტემის სამონტაჟო სამუშაოები დაათვალიერა და მშენებლობაზე დასაქმებულებს გაესაუბრა. „დღეს შევხვდით მოიალარეებს და ადგილზე გავეცანით მთებში არსებულ ვითარებას. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ მთებს ტურისტული თვალსაზრისით დიდი პოტენციალი გააჩნია. ჩვენი ვალია ავითვისოთ ტურისტული რესურსები, მოვაწესრიგოთ მთებში ინფრასტრუქტურა და ყოფითი პრობლემები, რათა საზაფხულო იალაღები გახდეს როგორც ადგილობრივებისთვის ასევე დამსვენებლებისთვის მიმზიდველი. აღსანიშნავია ისიც, რომ სეზონის გახსნამდე მთებში გაიწმინდა გზები, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტრო სისტემის შიდა სამონტაჟო საუშაოები, მალე ამოქმედდება იალაღებზე უფასოდ გადაყვანის პროგრამა, რომლითაც ისარგებლებენ როგორც ადგილობრივები ასევე ტურისტები“, - განაცხადა ფრიდონ ფუტკარაძემ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)