|
2015-07-02 11:41:20, 753 ნახვა
სამართალი
შსს-მ ხაშურის რაიონის სოფელ ფლევში მომხდარი მკვლელობა გახსნა
შსს-ს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ქურთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული გოჩა ჩ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული ხაშურის რაიონის სოფელ ფლევში, მოხუცი ქალბატონის საცხოვრებელ სახლში გაქურდვის მიზნით შევიდა, მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან 2 დღეში დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)