|
2019-06-14 18:29:53, 998 ნახვა
რეგიონი
დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში მუსიკალურ-შემოქმედებითი საღამო გაიმართა
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრისა“ და სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ ბენეფიციარების ორგანიზებით, დუშეთის მუნიციპალიტეტის პირმისაანთკარის შშმ პირთა პანსიონატში მუსიკალურ-შემოქმედებითი საღამო გაიმართა. არასრულწლოვანმა/სრულწლოვანმა ბენეფიციარებმა პანსიონატში მცხოვრებ პირებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს, შესრულდა რამდენიმე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომერიც. ღონისძიებას დანაშაულის პრევენციის ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ლადო ჯავახიშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის ბიუროს უფროსი ირაკლი არაბიძე, სსიპ “ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისა” და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ. პანსიონატის ბენეფიციარების თხოვნით, ღონისძიებაში ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლიც ჩაერთო. აღსანიშნავია, რომ დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი/სრულწლოვანი ბენეფიციარები უკვე რამდენიმე თვეა პანსიონატთან მოხალისეობრივად თანამშრომლობენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)