|
2019-06-14 12:47:53, 666 ნახვა
რეგიონი
კახეთის რეგიონში ქერის მოსავლის აღება მიმდინარეობს
კახეთის რეგიონში, ქერის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაში შედის. სამუშაოებს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“ ახორციელებს. ქერის მოსავლის აღების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ველის მიმდებარე ტერიტორიაზე. 1200 ჰა ფართობზე სამუშაოებს შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 4 ერთეული კომბაინი ახორციელებს. მოსავლის აღების პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, კახეთის რეგიონში, კომპანიის დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 48 ერთეული კომბაინია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება მიმდინარე სამუშაოებში. შპს „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანია“ მიწათმოსარგებლეებს მოსავლის აღების გარდა, მთელი საქართველოს მასშტაბით, 80-მდე სხვადასხვა აგროოპერაციას სთავაზობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)