|
2019-06-12 15:51:54, 1284 ნახვა
რეგიონი
მდინარე სურამულაზე აღდგენის პროექტი მიმდინარეობს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის პროექტის რეგიონულ კოორდინატორს მერი მეტიუზს და პროექტის ექსპერტს ახმედ ელსეუდს შეხვდა. აღნიშნული პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება. 2016 წლიდან დაწყებული პროექტი საქართველოსა და აზერბაიჯანში მიმდინარეობს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მდ. სურამულას აღდგენის პროექტის მიმდინარეობაზე, რომელიც მიზნად ისახავს მდინარეზე ზეწოლის შემცირებას და მდინარის ბუნებრივი მდგომარეობის აღდგენას. ხაშურის მუნიციპალიტეტში, მდინარე სურამულას ნაპირზე დაგეგმილია ხელოვნური ჭარბტენიანი ტერიტორიის მოწყობა, რომლის საშუალებითაც მოხდება სოფელ ჩუმათელეთის დასახლებიდან წარმოქმნილი ჩამდინარე წყლების გაწმენდა. პროექტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ხაშურის მუნიციპალიტეტში დამატებითი კონტეინერების შეძენა-განთავსება და ნარჩენების შეგროვება-გატანის დაგეგმვის გაუმჯობესება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)