19:45 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-12 15:04:54, 4085 ნახვა

სამხედრო
აზერბაიჯანში თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრა გაიმართა

აზერბაიჯანის ქალაქ გაბალაში საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თავდაცვის მინისტერიალი გაიმართა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა და თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და თანამშრომლობის განვითარების გეგმები სამმხრივ ფორმატში განიხილეს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამმხრივი დიალოგის მექანიზმი ხელს უწყობს რეგიონში სტაბილურობის ზრდასა და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებას. „თანამშრომლობის დინამიკა ფართოვდება, ღრმავდება და მტკიცდება, რაც მთავარ სტრატეგიულ მიზანს - ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მშვიდობის, უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებას ემსახურება“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

საუბარი შეეხო თანამედროვე სამხედრო განათლების სისტემისა და საწვრთნელი შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობას, სამმხრივი სწავლებების ჩატარებასა და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა სამმხრივი სწავლებების განსაკუთრებული მნიშვნელობა და წვრთნების მასშტაბების გაზრდის სურვილი: „დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უფრო მეტად გაფართოვდეს, მათ შორის ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ჩართულობა იმ ორმხრივ სწავლებებში, რომელიც აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის მომავალში დაიგეგმება.“

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო კვლავ გააგრძელებს აზერბაიჯანული და თურქული მხარეებისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების სამმხრივი კურსების შეთავაზებას.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების დონეზე თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო. სამმხრივი ფორმატში თავდაცვის მინისტერიალი მეშვიდედ იმართება.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ გიორგი კანდელაკის დაჭერა შეუკვეთა
ელენე ხოშტარიას წერილი ციხიდან: ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics