|
2019-06-10 16:24:12, 3884 ნახვა
სამხედრო
მუხროვანში რეინჯერების დღის 10 წლის იუბილე აღნიშნეს
რეინჯერების დღე მუხროვანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა. პირად შემადგენლობას 10 წლის იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიულოცა. ლევან იზორიამ სიტყვით მიმართვისას, ყურადღება რეინჯერების ელიტური ქვედანაყოფის მნიშვნელობასა და საპასუხისმგებლო მისიაზე გაამახვილა. მან სპეციალური ოპერაციების ძალებში განხორციელებულ სტრუქტურულ ცვლილებებზეც ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ტრანსფორმაციის პროცესი საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებული საერთო ხედვის ფარგლებში განხორციელდა, რაც მობილურობას, მცირე ზომის ქვედანაყოფების ტაქტიკასა და რეგიონული პრინციპის მიხედვით შესაძლებლობების თანაბარ გადანაწილებას გულისხმობს. რეინჯერების დღე იარაღისა და აღჭურვილობის გამოფენით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრი საჩვენებელ ტაქტიკური სწავლებას - რეიდის ოპერაცია ფუჭი ვაზნების გამოყენებით და რეინჯერების მიერ შესრულებულ ხრიდოლის საჩვენებელ ვარჯიშებს დაესწრო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ახლად გარემონტებული სპორტული დარბაზი მოინახულა, რომელიც ევროპული სტანდარტების არის და აღჭურვილია უახლესი სპორტული ინვენტარით, სავარჯიშო ტრენაჟორებითა და საშხაპეებით. სამხედრო მოსამსახურეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. ლევან იზორიას ინიციატივით, 2019 წელს თანამედროვე სპორტული დარბაზები უკვე გაიხსნა ქუთაისის III ქვეით ბრიგადაში, ხონის VI საარტილერიო ბრიგადაში, ასევე გორში I ქვეითი ბრიგადის და ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადის ბაზებზე. სენაკში II ქვეით ბრიგადაში მინისტრმა სპორტული კომპლექსი პირადად გახსნა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა თავდაცვის მინისტრს სპეციალური ოპერაციების ძალების საპატიო წევრის სიგელი გადასცა. სამსახურებრივი მოვალეობის მაღალი პროფესიონალიზმით შესრულებისთვის ლევან იზორიამ ორი რეინჯერი საშტატო იარაღით დააჯილდოვა, სხვა სამხედრო მოსამსახურეებს კი სასაჩუქრე მედალიონები და მეთაურის მადლობის სიგელები გადაეცათ. პირად შემადგენლობა სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების სასწავლო ცენტრის კაპელანმა, მამა პეტრემ დალოცა. 2009 წლის 8 ივნისს სპეციალური ოპერაციების დაჯგუფებაში დაარსდა რეინჯერთა სკოლა, რომელში მომზადებული მებრძოლებით ხდებოდა რეინჯერთა ბატალიონის შევსება. mis: 0112 Tbilisi, general kvinitaZis q.20 tel/faqsi: (+995 32) 2 91 13 86 www.mod.gov.ge; ელ-ფოსტა pr@mod.gov.ge
(NS)
კობახიძე - არავის აინტერესებს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის ინტერესები
კობახიძე - გვარამიას, ზურაბ ჯაფარიძის, სალომე ზურაბიშვილის და ასეთი ადამიანების დაძახებულზე 5000 კაცი გამოდის, წარმატებაა
მათში გამჯდარია და გარანტია აქვთ დაუსჯელობის სინდრომის - სამუშია პოლიციელებზე
კობახიძე: ვნახე კადრები, შესაბამის უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ სათანადო რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)