|
2019-06-05 18:22:52, 1472 ნახვა
რეგიონი
ეროვნული არქივის კინოთეატრში ხვალ ქართული ანიმაციური ფილმების სეანსები გაიმართება
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი და კინოსტუდია „ქართული ფილმი", არქივების საერთაშორისო კვირეულთან დაკავშირებით, 6 ივნისს, 13:00 და 15:00 საათზე ეროვნული არქივის კინოთეატრში ქართული ანიმაციური ფილმების სეანსებს გამართავს. არქივების საერთაშორისო დღედ 9 ივნისი 2007 წელს არქივების საერთაშორისო საბჭომ დააწესა. ეს თარიღი უკავშირდება 1948 წელს გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO) მიერ არქივთა საერთაშორისო საბჭოს დაარსებას. მიმდინარე წელს კვირეული 3 ივნისს დაიწყო და 9 ივნისამდე გასტანს. ეროვნული არქივისა და კინოსტუდია „ქართული ფილმის" თანამშრომლობით 2018-2019 წლებში დაიწყო პროექტი „რე-ანიმაცია", რომლის ფარგლებშიც ამ დრომდე ცხრა ქართული ანიმაციური ფილმი ეროვნული არქივის მაღალი გარჩევადობის კინოსკანერზე ციფრულ ფორმატში გადაიტანეს და რესტავრაცია ჩაუტარეს. პროექტის შედეგად 1960-1980-იანი წლების ანიმაციური ფილმები დიდ ეკრანს ათწლეულების შემდეგ დაუბრუნდა. ფილმებს შორისაა: „წუნა და წრუწუნა" (1962 წელი); „ბომბორა სწავლას იწყებს" (1973 წელი); „სახლობანა" (1973 წელი); „საზამთრო" (1974 წელი); „თერძი ბესო" (1977 წელი); „ხელმარჯვე ოსტატის საჩუქარი" (1983 წელი); „ყარყატის შვილობილი" (1985 წელი); „სანუკვარი ოცნება" (1989 წელი). სეანსებზე დასწრება თავისუფალია.
(NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)