|
2019-06-03 15:02:52, 825 ნახვა
რეგიონი
რაჭაში, ტყეში გაუჩინარებული ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოებში ვეტრმფრენი ჩაერთო
რაჭაში, ამბოლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ რავის მიმდებარედ არსებულ ტყეში გაუჩინარებული 23 წლის მამაკაცის სამძებრო და საძიებო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების დამატებითი სამაშველო ჯგუფი ჩაერთო. ისინი უკვე ადგილზე იმყოფებიან და ტერიტორიის დათვალიერებას მდინარე „ლუხუნის“ ხეობასა და მთებში ახორციელებენ. მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციებს მართვის სამსახური და პოლიცია ნიკო ჯელაძის საძიებო და სამძებრო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში, ინტენსიურად ახორციელებს. საძიებო ტერიტორიაზე არსებული ურთულესი რელიეფის გამო, პროცესებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავში მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან 22 მაისს გავიდა და მთის ფერდობზე არსებული ტყის მასივისკენ გაემართა, საიდანაც აღარ დაბრუნებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)