|
2019-05-15 11:11:57, 988 ნახვა
რეგიონი
გიორგი გოგლიჩიძე თეა წულუკიანთან ერთად სოფელ მეორე სვირის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან ერთად სოფელ მეორე სვირის მოსახლეობას შეხვდა. თეა წულუკიანი მოსახლეობას იმ სიკეთეებზე ესაუბრა, რაც მათ სოფელში საზოგადოებრივი ცენტრის ამოქმედების შედეგად მიიღეს. მან, ასევე, ყურადღება გაამახვილა მიწის რეგისტრაციასა და სხვა სამართლებრივ რეფორმებზე. „აქ იმისთვის ვარ, რომ მოსახლეობას ვესაუბრო იმ რეფორმებზე, რაც განხორციელდა და რაც იგეგმება. ამ ჭრილში, მინდა მათ მოვუწოდო, მხარი დაუჭირონ გიორგი გოგლიჩიძეს, რომელსაც შესწევს ძალა და უნარი, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად აღიქვას ცენტრალური ხელისუფლების ამოცანები და სურვილები; ამავე დროს, იყოს ინიციატივიანი და ეფექტური მერი. ჩვენ, ასევე, ვისაუბრეთ იმაზე რომ, როგორც იყო დაპირება, სვირელებმა მიიღეს კომფორტული ცენტრი, რომლის მსგავსსაც ხვალ შუახევში ვხსნით. აქვე მინდა, დავაანონსო მთავარი სიახლე – ჩვენ ზესტაფონში, წყალტუბოსა და სამტრედიაში ასევე ვგეგმავთ იუსტიციის სახლების მშენებლობას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა. მმართველი გუნდის ზესტაფონის მერობის კანდიდატის, გიორგი გოგლიჩიძის თქმით, სვირში გახსნილი საზოგადოებრივი ცენტრი მოსახლეობისთვის დიდი სიკეთეა. „ყველას კარგად გვახსოვს წელიწად-ნახევრის წინ სვირში საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა, რაც სოფლის მოსახლეობისთვის დიდი სიკეთეა. აქედან დაიწყო ზესტაფონში მსგავსი მომსახურეობის მიღება ადგილებზე. თავს უფლებას მივცემ და დავაანონსებ, რომ იუსტიციის სახლის მშენებლობა იგეგმება ქალაქშიც, რაც საჭირო სერვისებით უზრუნველყოფს მოსახლეობას”, – განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ. მოგვიანებით, იუსტიციის მინისტრი და მერობის კანდიდატი ქალაქის ცენტრში, ასლანიკაშვილის სანაპიროზე ახალ სკვერში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდნენ, რომლის მიმდებარედაც იუსტიციის სახლის მშენებლობა იგეგმება. შეხვედრას პარლამენტარი შალვა კიკნაველიძეც ესწრებოდა. მან მოსახლეობას იმ ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც ზესტაფონში იგეგმება. „მალე ჩვენ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას დავიწყებთ ქალაქში, მათ შორის იქნება იუსტიციის სახლიც, რომლის საშუალებითაც ადამიანები შეძლებენ, ერთ სივრცეში, “ერთი ფანჯრის პრინციპით” მიიღონ საჭირო მომსახურეობა”, – განაცხადა შალვა კიკნაველიძემ.
(NS)
კობახიძე: ზვიად ხარაზიშვილს ეკუთვნოდა ღირსების ორდენი, დაგვიცვა გადატრიალების მცდელობისგან
კობახიძე: დახვეწილი ხელწერაა, როცა ხელისუფლებას აქვს ჯანსაღი რეაქცია სამართალდარღვევაზე
ევროკავშირი უკრაინას თითქმის 2.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს
შს მინისტრის მოადგილე გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქის ცემას სამწუხარო ფაქტს უწოდებს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)