|
2015-06-28 10:55:33, 605 ნახვა
სამართალი
შსს-მ ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა
საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტში, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1968 წელს დაბადებული ერდოღან დაგდევირენი დააკავეს. აღნიშნული პიროვნება ვისბადენის ინტერპოლის მიერ 24.03.2015 წლიდან საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ერდოღან დაგდევირენს ბრალად ედება გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საგადასახადო კოდექსის 370-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა, რაც გადასახადებისაგან თავის არიდებას გულისხმობს. ერდოღან დაგდევირენი 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის მარტამდე ხელმძღვანელობდა კომპანია „კესტელს“ (საფრანგეთი), რომელიც გერმანიაში სხვადასხვა კომპანიიდან დიდი ოდენობით სიგარეტის შესყიდვას ახორციელებდა. მის მიერ გადაუხდელმა გადასახადებმა 5 684 740,31 ევრო შეადგინა. ამჟამად ერდოღან დაგდევირენის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)