|
2015-06-26 17:02:40, 983 ნახვა
სამხედრო
შეიარაღებულ ძალებში სნაიპერული შაშხანიდან სროლაში ტურნირი გაიმართა
საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სნაიპერული შაშხანიდან სროლაში ტურნირი გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეჯიბრი IV მექანიზირებული ბრიგადის სასროლეთზე ჩატარდა. სპორტულ ღონისძიებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 21 გუნდი მონაწილეობდა. ტურნირის I ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებს 100, 200 და 300 მეტრიანი დისტანციის დაძლევა მოუხდათ. II და III ეტაპზე გადასული გუნდები უკვე 500-დან 700 მეტრამდე და 500-დან 900 მეტრამდე დისტანციებზე სროლაში შეეჯიბრნენ. ჩემპიონატს თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულებიდან სპეციალურად ტურნირისთვის დაკომპლექტებული კომისია აკვირდებოდა.
გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალურად შეგროვებული ქულების საერთო რაოდენობის მიხედვით გამოვლინდნენ. შეჯიბრში II და III ადგილებზე გასულ ქვედანაყოფებს და სამხედროებს შესაბამისი მედლები და სიგელები, ხოლო პირველ ადგილზე გასულ ქვედანაყოფს და 2 სამხედროს სიგელებთან ერთად ჩემპიონატის თასიც გადაეცათ. გუნდურში პირველი ადგილის მფლობელი 531 ქულით სპეციალური ოპერაციების ძალები გახდა; მეორე ადგილი 523 ქულით V ქვეით ბრიგადას ერგო წილად, ხოლო მესამე ადგილზე 518 ქულით IV მექანიზირებული ბრიგადა გავიდა.
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)