00:23 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-26 16:42:11, 969 ნახვა

სამხედრო
შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიაში CMEP-ის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიაში სამხედრო-სამოქალაქო საგანგებო მზადყოფნის ფარგლებში (CMEP), სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის, გენერალური შტაბის J-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის, ასევე, სხვადასხვა სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.

სამუშაო შეხვედრის მთავარ მიზანს ფართომასშტაბიანი კატასტროფის დროს უწყებათშორისი თანამშრომლობა, რესურსების ეფექტური გადანაწილება და კრიზისებზე რეაგირება წარმოადგენდა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი თბილისში მომხდარი წყალდიდობა იყო. მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს უწყებების მოქმედებები სტიქიური უბედურების დროს. სამუშაო შეხვედრაზე 2015 წელს დაგეგმილი, ერთობლივი ქართულ-ამერიკული სწავლების მომზადების საკითხიც განიხილეს.

შეხვედრაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი იმყოფებოდა.

სამუშაო შეხვედრის თანაორგანიზატორები არიან აშშ-ის საგანგებო სიტუაციათა ფედერალური სააგენტო, არმიის ინჟინერთა კორპუსი და აშშ-ს ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი დათანხმდა გამდიდრებული ურანი ჩინეთში გაიტანოს
ლავროვმა რუბიოს ოფიციალურად აცნობა კიევზე მოსალოდნელი დარტყმების შესახებ
მოსკოვმა საქართველოში "რუსოფობიის მონიტორინგის საბჭო" შექმნა, რომელიც მოქალაქეებს უთვალთვალებს
მოსკოვმა კიევზე ახალი დარტყმების განხორციელების შესახებ განაცხადა და უცხოელებს ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics