2015-01-22 19:23:30, 1351 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის სავარაუდო თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი
პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის სავარაუდო თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ამის შესახებ, პრეზიდენტის საპარალამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის გადადებას რეგლამენტი ითვალისწინებს.
„ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობა მიმდინარეობს. უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი პრეზიდენტის პარლამენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის სავარაუდო თარიღი, რაც რა თქმა უნდა პარლამენტის აპარატთან და ხელმძღვანელობასთან ერთობლივად იქნება ჩამოყალიბებული და ამის შემდეგ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის გადავადება პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით ხდება, რომელიც კანონის ძალის მატარებელი აქტია.როგორც წესი, გამოსვლა საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს იმართება და გამონაკლისებსაც გულისხმობს. თუ გადავავლებთ თვალს, უკანასკნელი პერიოდის მოხსენებებს ყოველთვის ცოტა მოგვიანებით ხდება ხოლმე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტში“,-განაცხადა გიორგი კვერენჩხილემ.
კითხვაზე გაიმართება თუ არა დებატები- პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ნებისმიერ ფორმატში შეუძლია მიიღოს მონაწილეობა, მათ შორის პოლიტიკურ დებატებშიც.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან