14:13 - 28 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 11:10:30, 385 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მღებრიშვილმა და სომხეთის იუსტიციის მინისტრმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად  ოფიციალური ვიზიტით ერევანში იმყოფება.

სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, გიორგი მღებრიშვილმა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრმა ჰოვანეს მანუკიანმა სასჯელაღსრულების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივ მემორანდუმს  ხელი მოაწერეს. ქართულმა მხარემ „არმავირის“ სასჯელაღსრულების დაწესებულება მოინახულა და სომხეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსთან, არტურ ოსიკიანთან  შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ქართულ პენიტენციურ სისტემაში მიღწეულ წარმატებასა და მიმდინარე ინსტიტუციურ რეფორმაზე ისაუბრა.

ერევანში ქართული მხარის ოფიციალური ვიზიტი 24 ივნისს დაიწყო და 26 ივნისამდე გაგრძელდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
“ქეშბექობანა” - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა Cashback-ის და VISA-ს განსაკუთრებული შეთავაზებები ბავშვებისთვის
ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომში თითქმის ნახევარი მილიონი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციასთან კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერებმა შეხვედრა გამართეს
1 ივნისის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის საქართველოს ბანკის sCoolApp-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics